მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I ეროვნული კონკურსი
სიახლეების არქივი15 მარტი , 2015

კულტურის ცენტრში „მუზა“ გაიხსნა და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს “საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი“. კონკურსის გახსნას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოების, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ხორციელდება.

კონკურსის მიზანია:

  • აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია;
  • ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა;
  • ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია;
  • ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი.

კონკურსში მონაწილეობს 260 საგუნდო კოლექტივი, აქედან 116 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. 90 სამუსიკო, სახელოვნებო, სამგალობლო, ფოლკლორული სკოლა-სტუდია და 54 მოყვარულთა გუნდი.

30 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება გალა კონცერტი და მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.