საქართველოს ეროვნული მუზეუმმა ჰარვარდის განათლების სკოლის პროექტის - Project Zero და ფონდ The Abundance Foundation, საქართველოში ჰარვარდის კლუბისა და National Geographic საქართველოს თანამონაწილეობით გამართა საჯარო პრეზენტაციას თემაზე ,,მუზეუმი 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი", რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე და ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გლობალური საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსვლა ედემიდან", რომელიც ჟურნალისტ პოლ სალოპეკის შვიდწლიანი მოგზაურობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი საზოგადოება National Geographic-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვის ხანის ადამიანის მარშრუტის გამეორებას - ფეხით მოგზაურობას აფრიკის კონტინენტიდან მთელ დედამიწაზე. პოლ სალოპეკი, რომელმაც მოგზაურობა 2013 წელს ეთიოპიაში, დიდი რიფების ხეობიდან დაიწყო, ამჟამად საქართველოში იმყოფება.
|