თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ლოგიკური უნარების განსავითარებელი კრებული დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის "გაერთე და იაზროვნე"
პრეზენტაცია გაიმართა.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2014 წელს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა 10-მა სკოლამ. სკოლებმა წარმატებით განახორციელეს პროექტები და ბევრმა მათგანმა შექმნა სასარგებლო რესურსი. მათ შორისაა თბილისის კლასიკური გიმნაზია, რომელმაც პრობლემის იდენტიფიცირებისა და კვლევის საფუძველზე შექმნა ლოგიკური უნარების განსავითარებელი კრებული დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის "გაერთე და იაზროვნე".
სკოლებში
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმ პროფესიონალი
მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ
საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.მასწავლებლების პროფესიული
საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარება - იძლევა.
|