ქ. ქუთაისის მასწავლებლის სახლში საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა, სადაც მუსიკის მასწავლებლებს საშუალება ქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ გამოცხადებული ‘ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდი კოლექტივების კონკურსის“ შესახებ. შეხვედრას შალვა მოსიძე, ლიანა ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი და რუსუდან თაყაიშვილი უძღვებოდნენ.
კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოების, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საგუნდო კოლექტივს.
კონკურსის მიზანია:
- აკადემიურისაგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია;
- ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა;
- ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია;
- ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა დამონიტორინგი.
კონკურსი ტარდება სამი კატეგორიის მიხედვითაკადემიურისიმღერა,ქართულიხალხური სიმღერა დაქართულიგალობა.
კონკურსის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
კონკურსის პირობები
|