მასწავლებელთა პროფესიული გავითარების
ეროვნულ ცენტრში საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა, სადაც მუსიკის მასწავლებლებს საშუალება ქონდათ დეტალური
ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ გამოცხადებული ‘ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდი კოლექტივების
კონკურსის“ შესახებ. შეხვედრას შალვა მოსიძე, ლიანა ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი,
ბორის ძნელაძე და რუსუდან თაყაიშვილი უძღვებოდნენ.
კონკურსი საქართველოს
საგუნდო საზოგადოების, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის,
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით
ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ
საგუნდო კოლექტივს.
კონკურსის მიზანია:
- აკადემიური
საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია;
- ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა;
- ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია;
- ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა
და მონიტორინგი.
კონკურსი ტარდება
სამი კატეგორიის მიხედვით აკადემიური
სიმღერა, ქართული
ხალხური სიმღერა და ქართული
გალობა.
კონკურსის მხარდამჭერები
არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების
ცენტრი.
კონკურსის პირობები
|