მასწავლბელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP-ს წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო:
·
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დახმარებით ელექტრონული სასწავლო მასალების შექმნა აგრარული მიმართულებებისათვის;
·
საერთაშორისო ორგანიზაციის UNDP-ის თანამშროლობა
სავალდებულო პედაგოგიური კურსის შემქნის პროცესში.
შეხვედრას, ასევე პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა
ელექტორონული სწავლების ტრენერები ესწრებოდნენ, რომელთაც წარმოადგინეს აქამდე ჩატარებული
სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაციები და მათ
მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამები.
ელექტორნული სწავლების დანერგვა პროფესიულ განათლებაში
ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელს და
მრავალფეროვანს გახდის პროფესიული განათლების დაუფლებას. წელს დაგეგმილია აგრარული
მიმართულებებით ასეთი პროგრამების შექმნა და მას მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი სამუშაოები სავალდებულო
პედაგოგიური კურსის შემუშავებისათვის. აღნიშნული კურსი სამომავლოდ ელექტორნული სახით
იქნება ხელმისაწვდომი, როგორც პროფესიული განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის,
ასევე მასწავლებლობის მსრუველთათვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2015
წლის გეგმებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული განათლების
მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარებისთვის
მუშავდება.
|