მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრში პრეზენტაცია “ევროპული პროფილთა ბადე უცხოური ენების მასწავლებელთათვის“
გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის
მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფილთა ბადე ევროკომისიის მიერ
დაფინენსებული პროექტის ფარგლებში შეიქნა. ცხრილის ფორმატით აგებული დომუმენტია,
რომლის მიზანია უცხოური ენების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
და უცხოური ენების გაკვეთილის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება გაურჩევლად
სამიზნე ენისა, რომელსაც ისინი ასწავლიან.
უცხოური ენების მასწავლებლებს საშუალება
ეძლევათ უკეთესად განსაზღვრონ კვალიფიკაციის ამაღლების საკუთარი საჭიროებები. მისი
სახით მასწავლებლებს ხელთ ეძლევათ ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია როგორც
საკუთარი ასევე სხვისი პედაგოგიური კომპეტენციების შეფასება.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის შედეგად
მოხდა პროფილთა ბადის ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა
მასწავლებლისა და ტრენერებისთვის.
ევროპული პროფილთა ბადე უცხოური ენების მასწავლებლებისათვის
|