მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან
საინფორმაციო შეხვედრა „ნარჩენების მართვის კოდექსის" -
გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გაცნობის მიზნით გაიმართა. შეხვედრას გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიუმურაზ მურღულია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესწრებოდნენ.
გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ
თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა პრეზენტაცია ნარჩენების
კოდექსით განსაზღვრული სანქციების შესახებ.
თავის მხრივ, შეხვედრაზე მოწვეული საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები
და პედაგოგები ინფორმაციას მიაწვდიან კოლეგებსა და მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების პრევენციას და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას კანონპროექტთან მიმართებაში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროში მიმდინარეობს ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილი საინფორმაციო
კამპანია, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს და მასში ჩართულია საჯარო, ბიზნესის,
სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი. |