საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში თომას გორდონის „როგორ გავხდე კარგი მშობელი“ და მასწავლებლის წიგნის "დაწყებითი განათლების საფეხურის მასწავლებლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
თომას გორდონის წიგნი „როგორ გავხდე კარგი მშობელი" მსოფლიო ბესტსელერია და იგი 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოცემული. გორდონმა მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია დააფუძნა, რომელიც მშობლებს, ლიდერებს, მასწავლებელბს სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. წიგნი მშობლებს და მასწავლებლებს მნიშვნელოვნად დაეხმარება და მრავალი პრობლების გადაჭრის გზას აპოვნინებს. წიგნი ქართულად ნინო ჭიაბრიშვილმა თარგმნა.
ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალმა „მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთმა „Mastsavlebeli.ge" ასევე, წარადგინა „მასწავლებლის წიგნი", რომლის გამოცემა ყოველწლიური გახდა და რომელშიც გაერთიანებულია წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო სტატიები. მეორე კრებული განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, ყველა მეთოდი თუ სიტუაცია ზედმიწევნით არის მორგებული ქართულ რეალობას და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობასა თუ ანალიზს.
წიგნში წაიკითხავთ: თუ როგორ უნდა განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება დაწყებითი განათლების საფეხურზე; როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო, როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში და სხვა მარვალ საინტერესო რესურს იპოვით წიგნში, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
წიგნების შეძენა შესაძლებელია, მასწავლებლის სახლში, წიგნის მაღაზია „პრიმავერაში“ და ბიბილუსის წიგნის მაღაზიებში. |