ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის
ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით
პედაგოგებისთვის მიმდინარეობს სემინარი „ჩვენი ევროპული
მომავალი“, რომლის ფარგლებში დღეს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე და
ცენტრის წარმომადგენლები მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოწვეული პედაგოგები, მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ახალ
სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ.
ასევე
მასწავლებლებს საშუალება ქონდათ კითხვა პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაციის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში
დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისში.
|