მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემასთან
დაკავშირებით. დღეს ცენტრის დირექტორი
გიორგი მაჩაბელი წალკის მუნიციპალიტეტში შემავალი სხვადასხვა არაქართულენოვანი
სკოლების მასწავლებლებს შეხვდა, სადაც მან დეტალურად
ისაუბრა ახალი სქემის მიზნებზე და მნიშვნელოვან სიახლეებზე.
შეხვედრაზე განიმარტა: სქემით განსაზღვრული საკვალიფიკაციო საფეხურები; საფეხურიდან
საფეხურზე გადასვლა და კატეგორიების დაჩქარებული გავლის შესაძლებლობები; ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა შეფასდეს; მასწავლებლების
შეფასების გზები და მასწავლებლის სახელფასო ზრდა, რომელიც დამოკიდებული იქნება მასწავლებლის
მიღწევებზე.
შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლების
ინფორმირებულობა და მასწავლებლებისთვის კითხვა პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაციის
მიწოდება, მათი მოსაზრებების, შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორი და ცენტრის წარმომადგენლები აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა
რეგიონის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან.
|