მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თემის აქტუალობიდან გამომდინარე აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემასთან დაკავშირებით. დღეს ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი N 198 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიმარტა ისეთი მნიშვნელოვანი
საკითხები, როგორიცაა:
- სქემით განსაზღვრული საკვალიფიკაციო საფეხურები;
- საფეხურიდან
საფეხურზე გადასვლა და კატეგორიების დაჩქარებული გავლის შესაძლებლობა;
- ის
აქტივობები, რომელიც შესაძლოა შეფასდეს;
- მასწავლებლების
შეფასების გზები;
შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლების ინფორმირებულობა
და მასწავლებლებისთვის კითხვა პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათი
მოსაზრებების, შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება.
უწყვეტი პროფესიული განვითარება არის პროცესი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს
მიიღოს პროფესიაში არსებული გამოწვევები. სწორედ, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვით, მასწავლებლებს
ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია და სტატუსი აიმაღლონ, რითაც სკოლასაც მოუტანენ სარგებელს
და ზოგადად, ხელს შეუწყობენ განათლების დონის ამაღლებას. საბოლოოდ, მასწავლებლის
კარიერული ზრდა ხელფასის ზრდას განაპირობებს.
|