მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პოლონეთის მთავრობის დახმარება ბარისახოს სკოლას
სიახლეების არქივი17 ოქტომბერი , 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პოლონეთის ელჩის მოადგილესთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბარისახოს საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნას დაესწრო. ლია გიგაური ასევე შეხვდა სკოლის მასწავლებლებს და მათ ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგთა ყველა შეკითვას უპასუხა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში პოლონეთის საელჩოს საშუალებით, ყოველწლიურად აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს „პოლონეთის დახმარება“, რომელიც ითვალისწინებს გრანტს 3000-5000 ევროს ეკვივალენტის ოდენობით სახელმწიფო ვალუტაში.

ბარისახოს სკოლის დირექციის ინიციატივით, მომზადდა პროექტი „სოფ. ბარისახოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა“, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწონება დაიმსახურა და ამ უკანასკნელის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში გარემონტდა, ინვენტარითა და ტექნიკური მოწყობილობებით აღიჭურვა და ახალი სახელმძღვანელოებით შეივსო სკოლის ბიბლიოთეკა და ერთი საკლასო ოთახი. აღნიშნულ პროექტში ასევე ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც დააფინანსა გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება სკოლაში.

ბარისახოს სკოლაში 62 მოსწავლე სწავლობს, სკოლაში სრულფასოვნად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მოსწავლეები ჩართულია სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში. სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, ბარისახოს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 6 მასწავლებელია წარგზავნილი.