მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საზეიმო მიღება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
სიახლეების არქივი05 ოქტომბერი , 2014

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ლია გიგაურმა კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს და განათლების ექსპერტებს კოლაბორაციულ, ისტ-ით გამდიდრებულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს.

ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, სადაც მასწავლებლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები თუ განათლების ექსპერტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას შეძლებენ;
  • ციფრული ინტერაქტიური სასწავლო რესურსების შექმნა ლაბორატორიაში დამონტაჟებული ვირტუალური სტუდიის გამოყენებით;
  • საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების და ინოვაციების გაცნობა-გაზიარება მასწავლებლებს, ასევე ექსპერტებსა და მასწავლებლებს შორის.

ღონისძიებაზე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მომზადებაშიც ცენტრის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს დაწყებითი განათლების (G-Praid) ექსპერტები მუშაობდნენ. გზამკვლევი მასწავლებლებს საკუთარი პროფესიული საჭიროებებიდაადგასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

საზეიმო მიღების ფარგლებში მხატვარ სოფო თათარაშვილის და თამარ ბაქრაძის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 120 მასწავლებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ.