მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სპეციალური განხილვა მოეწყო, რომელზეც “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და წინსვლის სქემაზე“ იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა ის ცვლილებები იყო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების კომიტეტმა სქემასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა, კერძოდ:
- პედაგოგების საფეხურებზე განაწილებასთან დაკავშირებით;
- დოკუმენტის შინაარსის გარკვეული ასპექტები;
- სქემის სახელწოდება.
გარდა ამისა შეხვედრის მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა
სპეციალურ განხილვაზე სამუშაო ჯგუფები შექმნეს და შემდეგი მიმართულები განიხილეს:
- მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამები და პროფესიის რეგულაცია;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა;
- პროფესიული საქმიანობის შეფასება;
სამუშაო ჯგუფებში ასევე განხილული იქნა სქემის დანერგვის სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, შემოსული რეკომენდაციები ისეთ თემებზე როგორიცაა საუნივერსიტეტო მომზადების პრობლემები, მასწავლებლის უფლების მოპოვების პროცედურები. იმსჯელა პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება პედაგოგის პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვას და რა სტარტეგია უნდა დაისახოს სახლემწიფომ ამ პროფესიის მიმზიდველობის გასაზრდელად. განიხილეს მასწავლებლის სამსახურში დაქირავებასთან არსებული სიტუაცია და სამინისტროს მიერ შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი მასწავლებლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანთლებლო ორგანიზაციების ექსპერტები, ცენტრის სპეციალისტები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
|