მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სკოლების დირექტორების განახლებული სტანდარტი და დირექტორის პროფესიული განვითარების სქემა განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში ძირითადი თემა იყო დირექტორის სტანდარტის დაკავშირება დირექტორის პროფესიული განვითარების სქემასთან და რეკომენდაციების შემუშავება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით. კონფერენციის მონაწილეებმა შემდეგ თემებზე იმსჯელეს:
- საჯარო სკოლის განვითარება;
- სასწავლო პროცესის მართვა;
- ადამიანური რესურსების მართვა/პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- ანგარიშვალდებულების სისტემა;
- კომუნიკაცია;
- დირექტორის ეთიკის კოდექსი.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლების სფეროს ექსპერტები, სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები და განათლების მართვის პროგრამის ტრენერები.