მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
„მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა“
სიახლეების არქივი10 სექტემბერი , 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწრო. ღონისძიებას სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია „მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“ სქემის განხილვას მიეძღვნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი სქემის ფარგლებში სისტემური მიდგომა შემუშავდა, რომელიც პედაგოგის მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. სქემის ამოქმედებით მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასებული და ამავდროულად, ახალგაზრდა კადრებისათვის მიმზიდველი გახდება.

"ჩვენ განათლების სფეროში სერიოზულ ინვესტიციას ვდებთ - 2012 წლიდან მოყოლებული, იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში. სწორედ ამ სფეროდან ველოდებით ყველაზე დიდ უკუგებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, განხორციელებული რეფორმების შედეგად 60 პროცენტით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე; შენდება ახალი სკოლები, გარემონტდა 1000-ზე მეტი სკოლა, სოფლებში 50 ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი; საჯარო სკოლებში დაინერგა ისეთი სპეციალური სერვისები, როგორიცაა ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ახლა უკვე ექიმის მომსახურება; ხელმისაწვდომი გახდა ინკლუზიური განათლება.რაც შეეხება უმაღლესი განათლების სფეროს, პრემიერ-მინისტრმა 21 სპეციალობაზე უფასო სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საჭიროა კონკრეტული დარგების განვითარება.

„მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის“ სისტემის დანერგვის ძირითადი მიზანი კი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

დოკუმენტი განსაზღვრავს პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, ქმნის წინაპირობებს მასწავლებლის პროფესიის რეგულაციისთვის.

2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება; მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი მომდევნო წლებშიც - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.