მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფრანგული ენის პედაგოგები საფრანგეთში, ანტიბის საერთაშორისო ცენტრში სტაჟირებაზე გაუშვა. 2 კვირის განმავლიბაში კონკურსის წესით შერჩეული 10 პედაგოგი ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეუფლებიან. ისინი გაეცნობიან როგორც ახალი კომუნიკაციური მიდგომების კლასში გამოყენებას, ისე მოსწავლეთა შეფასების პრობლემატიკას, ავთენტური დოკუმენტების დახმარებით კლასში ზეპირი მეტყველების განვითარებასა და სხვა საკითხებს.
პედაგოგების შერჩევა სტაჟირებისთვის კონკურსის სახით, 2 ეტაპად განხორციელდა, რომელიც საბუთების გადარჩევასა და წერით ტესტირებას ითვალისწინებდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად სტაჟირებაზე საზღვარგარეთ ფრანგული ენის გარდა გერმანულის, ინგლისურისა და ფიზიკის მასწავლებლებს უშვებს.
|