გერმანული ენის მასწავლებლები ორკვირიან სტაჟირებაზე გაემგზავრნენ. საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან შერჩეული 16 პედაგოგი ქალაქ მიუნჰენში სპეციალური კურსს გაივლის, რომელსაც შემდგომში საკუთარ სკოლებში დანერგავენ.
ორკვირიან ტრენინგებზე მასწავლებლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ენის სწავლების სხვადასხვა მეთოდებში და გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს ამ მიმართულებით. ქართველ მასწავლებლებს ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ.
პედაგოგების შერჩევა და მათი მათი სრული დაფინანსება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნვეჰყო. ცენტრი პედაგოგებს გერმანიაში სტაჟირებაზე უკვე მესამედ აგზავნის. გერმანულის მასწავლებლების გარდა ყოველწლიურად საზღვარგარეთ კვალიფიკაციას ფრანგულის, ინგლისურისა და ფიზიკის მასწავლებლები იმაღლებენ.
|