მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ინიციატივით პროფესიული განათლების მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპრატემენტის თანამშრომლები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო:
·
პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა განვითარებისათვის დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინგების მიმოხილვა და ანალიზი;
·
პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის 4 წლიანი ანგარიშის წარდგენა;
·
პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების კონცეფციის პროექტის განხილვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ხორციელდება სახელმიფო პროგრამა, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარებას ემსახურება. სისტემატურად მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები და სხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებები.
გაეროსთან თანამშრომლობით შემუშავდა მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომელიც მიზანდ ისახავს მასწავლებელთა მომზადების პროგრამების რეგულირებას, მასწავლებლებისა და ახალი კადრების მოზიდვას პროფესიაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, როგორც კოლეჯების ბაზაზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.
კონცეფციის პროექტზე მუშაობა გრძელდება და დაგეგმილია არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა აღნიშნული დოკუმენტის განხილვის მიზნით, სანამ ის წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამკიცებლად.
|