პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მოანწილეებისთვის სპეციალური კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც მოხსემებები თავად პროგრამის მონაწილე პედაგოგებმაც წაიკითხეს. ღონისძიება სახელწოდებით "კითხვისა და წერის მეთოდები ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გახსნა.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ცენტრის წარმოამადგენლებმა და პროგრამის მონაწილე მასწავლებლებმა სხვადასხვა თემებზე იმსჯელეს და მოხსენებები წარმოადგინეს, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- წერისა და კითხვის სწავლების ეფექტურობის ამაღლება სასწავლო პროცესში ბილინგვური ლექსიკონებისა და მულტიმედიის გამოყენების გზით;
- ანბანის სწავლება I კლასში;
- ქართულის, როგორც მეორე ენის, კითხვისა და წერის მეთოდები დაწყებით კლასებში;
- ეფექტური აქტივობები კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე;
- კითხვის მეთოდები მეორე ენის სწავლებისას;
- არაქართულენოვან მოსწავლეებთან სწავლებისას წარმოქმნილი ეთიკური დილემები;
- კითხვის უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე;
- ინტერკულტურული განათლება;
- ინკლუზიური განათლება და სხვ.
კონფერენციას პროგრამაში ჩართული ყველა მასწავლებელი ესწრებოდა.
|