მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გერმანული ენის მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში გაივლიან ორკვირიან ინტენსიურ ტრენინგკურსს გერმანიის ქალაქ გაუტინგში. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული საჯარო სკოლების 16 მასწავლებელი ტრენინგის ფარგლებში გაეცნობა უახლეს ტენდენციებს უხოური ენის სწავლების მეთოდიკა-დიდაქტიკაში. მასწავლებელთა ჯგუფს სრულად დააფინანსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
|