მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ფრანგული ენის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრას ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც აგვისტოში საფრანგეთში, ანტიბის
საერთაშორისო ცენტრში ორკვირიან სტაჟირებას გაივლიან. გია მამულაშვილმა და ცენტრის
ფრანგული ენის კონსულტანტმა თორნიკე ერისთავმა მასწავლებლებს ის პროგრამა გააცნეს,
რომელსაც თითოეული მათგანი სტაჟირებისას გაივლის.
კანდიდატების შერჩევა ორეტაპიანი
კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის შედეგადაც შეირჩა საქართველოს სხვადასხვა
რეგიონის საჯარო სკოლის მოქმედი ფრანგული ენის მასწავლებელი.
საფრანგეთში სტაჟირებას სულ ათი
მასწავლებელი გაივლის. თითოეულ მათგანს სრულად დააფინანსებს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროცნული ცენტრი. ერთ-ერთ პედაგოგს კი მგზავრობის ხარჯებს
ფრანგული ინსტიტუტი აუნაზღაურებს.
|