51-ე საჯარო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ინიციტივით სამეცნიერი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე პედაგოგებმა ის პროექტები და განხორციელებული აქტივობები წარმოადგინეს, რომლებიც პროგრამა "სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების" ფარგლებში განახროციელეს. აღნიშნულ პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროცნული ცენტრი ახორციელებს. შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადედბული პრეზენტაციები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მასწავლებლებმა მოისმინეს.
პროექტის მიზანია სკოლათა შორის წარმატებული პრაქტიკის გაცვლა. ასევე სკოლათაშორისი ქსელების გაფართოება. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
|