მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მოხალისე მასწავლებელთა დაჯილდოვება
სიახლეების არქივი06 ივნისი , 2014
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებელთა დაჯილდოვება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები სულ 55 მოხალისე მასწავლებელს გადაეცა. აქედან იმ 15 პედაგოგს, რომლებიც მონიტორინგის საფუძველზე საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდნენ სპეციალური საჩუქრებიც გადასცეს. გარდა ამისა პრიზებით დაჯილდოვდა პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებული 3 მოსწავლე. პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ წარმომადგენლებმა ასევე საჩუქრები გადასცეს იმ 10 თანამასწავლებელსაც, რომლებიც მოხალისე პედაგოგებთან მუშაობის პროცესში განსაკუთრებულად ეფექტურად თანამშრომლობდნენ.

2013-2014 სასწავლო წელს პროგრამაში მონაწილეობდა ინგლისური ენის 120 მოხალისე მასწავლებელი. მათგან 40 მოხალისე წელს ასრულებს თავის საქმიანობას და ბრუნდება სამშობლოში.

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” გულისხმობს უცხოელი მოხალისე-მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანას და მათ საჯარო სკოლებში განაწილებას ინგლისური ენის სწავლების მიზნით. პროგრამის ფარგლებში დასაქმებული უცხოელი მოხალისე მასწავლებლები ინგლისური ენის სწავლებას ახორციელებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

ასევე 2013 წლიდან ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციტივით და მათივე დაფინანსებით, ჩინური ენის სწავლების მიზნით პროგრამაში ჩაერთო ჩინელი მოხალისეები, რომლებიც განაწილებულნი არიან თბილისის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.