მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს.
„როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე“- ამ სახელწოდებით ტრენინგი 3 დღე გრძელდებოდა და ის რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა მათ შორის:
კვლევისა და პროექტ-გაკვეთილების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში;
დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების მეთოდები და სტრატეგიები და სხვ.
სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც რამდენიმე ჯგუფში ტარდებოდა პროგრამაში ჩართული 150-მდე მასწავლებელი დაესწრო. მსგავსი ტრენინგები პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე უტარდებათ.