მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების კონცეფციის განხილვის მიზნით სპეციალური შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის პროექტი, რომლის მიხედვით განიზღვრება პროფესიაში შემომსვლელი ახალი მასწავლებლების საკვალფიციკაციო მოთოხვნები და პროფესიაში არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარების გზები, საშუალებები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა, კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა.
მონაწილეები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც სანამ დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, იგი განხილული იქნება დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეეებთან.
|