მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის იმ საჯარო სკოლების
დირექტორები
და
მასწავლებლები ესწრებოდნენ, სადაც ისწავლება ფრანგული ენა, და ასევე,
დირექტორები,
რომლებიც
დაინტერესებულნი
არიან
საკუთარ
სკოლებში
ფრანგული ენის სწავლების
შემოღებით.
შეხვედრის მსვლელობისას ფრანგულმა მხარემ წარმოადგინა დაწვრილებით
ინფორმაცია
საქართველოში
საკუთარი
საქმიანობის
შესახებ,
ასევე, ისაუბრებს ფრანგული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე, ფრანგული ენის ცოდნის
დამადასტურებელი
საერთაშორისო
დიპლომების
(DELF, DALF) საქართველოში აღების შესაძლებლობაზე, საფრანგეთის სამთავრობო
სტიპენდიებზე,
რომლებიც
ყოველწლიურად
გაიცემა
საქართველოს
მოქალაქეებზე და იმ პერსპექტივებზე,
რომლებსაც
იძლევა
ამ
ენის
ცოდნა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების
თვალსაზრისით.
საქართველოს საჯარო სკოლებში ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების
ხელშეწყობის
მიზნით,
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრი გააგრძელებს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეხვედრებს საჯარო
სკოლების
დირექტორებთან.
|