მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაციას აცხადებს. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, გია მამულაშვილმა გააკეთა. 15 ივნისის ჩათვლით დაინტერესებულ პირებს შეუძლია ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge/teachers_registration რეგისტრაცია გაიარონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის სპეციალისტია. პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" მიღებას შემდეგ სასკოლო საგნებზე აცხადებს:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ისტორია;
- გეოგრაფია;
- ინგლისური ენა;
- გერმანული ენა;
- რუსული ენა;
- ქიმია;
- ბიოლოგია;
- ფიზიკა;
- მათემატიკა;
- სპორტი;
- მუსიკა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- დაწყებითი საფეხურის განათლება.
კონკურსი შერჩევის სამ ეტაპს ითვალისწინებს:
I - შემოსული განაცხადების განხილვა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა;
II - ტესტირება საგანსა და პედაგოგიურ უნარებში;
III - გასაუბრება.
სერტიფიცირებული მასწავლებლები არ გაივლიან შერჩევის მეორე ეტაპს. ისინი პირდაპირ მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს ეძლევათ საშუალება:
დასაქმდნენ მაღალმთიანი რაიონის სკოლაში;
ხელფასთან ერთად მიიღონ დანამატი 400-დან 1000 ლარამდე (კონსულტანტ-მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებული ადგილიდან;)
შეიძინონ პროფესიული გამოცდილება;
ჩაერთონ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კონფერენციებში.
პროგრამის „ასწავლე სქართველოსთვის“ მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
|