ბათუმსა და ქუთაისში მასწავლებლის წიგნის პრეზენტაციები გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებსაც წიგნი ჟურნალ "მასწავლებლის" მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ წარუდგინა და მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა. გადრა ამისა წიგნის ავტორებმა მაია ფირჩხაძემ და მანანა ბოჭორიშვილმა განიხილეს კრებულის შინაარსი და უპასუხეს მასწავლებლების შეკითხვებს.
ახალ გამოცემაში ჟურნალ "მასწავლებლის" საუკეთესო პუბლიკაციებია თავმოყრილი. პირველ კრებულში შესულია სამი ავტორის პუბლიკაცია, რომლებიც ქართულ ენაზეა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეთოდი თუ სიტუაცია ზედმიწევნით არის მორგებული ქართულ რეალობას და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობასა თუ ანალიზს. მასწავლებლის წიგნი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პედაგოგებს სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში, უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა შედეგებზე აისახება.