საჯარო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლებს ორდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება მათივე კოლეგებმა გაუზიარეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სტაჟირება გერმანიაში გაიარეს. ღონისძიებაზე მოხსენებები სხვადასხვა თემებზე წაიკითხეს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
გერმანული, როგორც უცხო ენის გაკვეთილისთვის რელევანტური ინტერნეტრესურსების ძიების თავისებურებები;
კომედიური ჟანრი, როგორც მოსმენის უნარ-ჩვევის კომპონენტი;
წერის უნარ-ჩვევის განმავითარებელი სავარჯიშოები და სხვ.
გერმანული ენის პედაგოგოები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში, საერთაშორისო კომუნიკაციის ისნტიტუტში ორკვირიან სტაჟირებაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაუშვა. სპეციალური კრიტერიუმების დაცვით სულ 10 პედაგოგი იყო შერჩეული.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანულის გარდა ფრანგული ენის, ინგლისურისა და ფიზიკის მასწავლებლებსაც უშვებს.
|