საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებს
სპეციალური სემინარი ჩაუტარდათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში პედაგოგებისთვის ლექცია გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, რევაზ შანიძემ
წაიკითხა.
გერმანიის ნაწილაკებისა და ასტრონაწილაკების
ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი ქართველ მასწავლებლებს ნეიტრინოული
სამყაროს თემაზე ჩატარებულ კვლევებსა და ექსპერიმენტებზე ესაუბრა. რევაზ შანიძემ
საჯარო სკოლების პედაგოგებს განუმარტა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულების
ცოდნას და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.
სემინარს თბილისისა და სხვადასხვა
რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლები ესწრებოდნენ. რევაზ შანიძე
საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის პროგრამის, „კვალიფიციურ თანამემალულეთა დროებითი დაბრუნება სამშობლოში“ ფარგლებში ჩამოვიდა. იგი 1997 წლიდან გერმანიაში მოღვაწეობს. |