მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტსა და სტანდარტის გზამკვლევზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას თბილისის, რუსთავის, მცხეთის მასწავლებლები და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს, ისეთ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე,
როგორიცაა:
- მასწავლებლის სტანდარტი და პროფესიული განვითარების
ერთიანი სისტემა;
- რელიგიური შემწყნარებლობა და სამოქალაქო განათლების
კომპეტენციების ამაღლება მასწავლებლებისათვის;
- ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის გაძლიერება ყველა
საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის;
- მასწავლებლების დამხმარე პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა
და სასურველი სახელმძღვანელოების შინაარსისა და თემატიკის განსაზღვრა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ციურიხის პედაგიგოგიური
უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: რელიგიისა და კულტურის
სწავლება შვეიცარიის სკოლებში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება
ქონდათ გაცნობოდნენ მასწავლებლის სტანდარტის გზამკვლევის სამუშაო ვერსიას. განხილვები
სტანდარტის გზამკვლევის სამუშაო ვერსიაზე მიმდინარეობს მოქმედ მასწავლებლებთან, რათა
მათ მიერ გამოთქმული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნას მასწავლებლის სტანდარტის
გზამკვლევის საბოლოო ვერსიაში.
|