მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა თელავის უნივერსიტეტის პროფესურას განახლებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დოკუმენტი წარუდგინეს. უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს კითხვები დაუსვეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებულ სქემაში უნივერსიტეტის როლის შესახებ.
შეხვედრის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დოკუმენტის დახვეწა და მომავალ სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით, იმ ადამიანების პოზიციების მოსმენა და გათვალისწინება, რომლებიც მომავალ პედაგოგებს ზრდიან.
უწყვეტი პროფესიული განვითარება არის პროცესი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს მიიღოს პროფესიაში არსებული გამოწვევები, სწორედ, პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვით, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია და სტატუსი აიმაღლონ, რითაც სკოლასაც მოუტანენ სარგებელს და ზოგადად, ხელს შეუწყობენ განათლების დონის ამაღლებას. ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლას ბევრად უფრო მცირე ვადებში შეძლებენ, ვიდრე ეს ამჟამად მოქმედი პროფესიული განვითარების სქემით არის განსაზღვრული. საბოლოოდ, კარიერული ზრდა მასწავლებლის ხელფასის ზრდასთან იქნება დაკავშირებული.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან.
|