პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მასწავლებლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. 2 დღის განმავლობაში მათ ქართველი და უცხოელი ტრენერები თანამშრომლობით სწავლებაში, გაკვეთილის დაგეგმვასა და კლასის მართვაში ავარჯიშედბნენ.
ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ინგლისური ენის ქართველი პედაგოგები და მათი უცხოელი თანამასწავლებლები ესწრებოდნენ. სპეციალური კურსის მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და უცხო ენის სწავლების ეფექტური მეთოდების შემუშავება.
|