მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების სისტემაში და ცენტრის მიერ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ინიცირებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ მოხსენება დიდ ბრიტანეთში, ქ. ჰაროგეიტში გამართულ კონფერენციაზე წაიკითხეს. სპეციალური მოხსენება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის კონსულტანტმა, ნონა პოპიაშვილმა წაიკითხა.
უცხოელ კოლეგებთან მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უწყვეტი პროფესიული განვითარება ინგლისური ენის მასწავლებელთათვის საქართველოში, გამოწვევები და მომავლის გეგმები.
კონფერენცია “ინგლისური, როგორც უცხო ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციამ” (IATEFL) ჩაატარა. 2014 წლიდან საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.
|