მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ახალი სასწავლო მოდული შექმნა, რომლის ტრენინგებიც უკვე დაწყებულია. „შებრუნებული საკლასო ოთახი“-ამ სახელწოდების ტრენინგებს გურჯაანის რაიონის დაწყებითი კლასების მასწავლებლები გადიან.
მოდული დაწყებით კლასებში სწავლების განსხვავებული მეთოდის დანერგვას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პედაგოგი ახალ მასალას საკლასო ოთახის ნაცვლად მის მიერვე მომზადებული ვიდეოგაკვეთილის საშუალებით ხსნის, რომელსაც მოსწავლეებს სახლში ატანს. მეორე დღეს კი ბავშვები დამოუკიდებლად ნასწავლ მასალას პედაგოგთან ერთად განიხილავენ და დეტალურად ამუშავებენ.
„შებრუნებული საკლასო ოთახი“-ის მეთოდით სწავლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით არის დანერგილი, მათ შორის აშშ-სა, დიდ ბრიტანეთში. საქართველოში აღნიშნული მოდული ტრენინგების დასრულების შემდეგ დაინერგება.
|