მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს "Allons en France" საფრანგეთში ორკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნი კანდიდატების შესარჩევად. კონკურსის
შედეგად შეირჩევა ფრანგული ენის 9 მასწავლებელი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა შეავსოს ქვემოთ
მოყვანილი სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის
14 მარტიდან 23 მარტის 18 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან
საბუთების განხილვის შედეგად.
მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები შეასრულებენ
წერით დავალებას .
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს
-> http://www.tpdc.ge/allonsenfrance/.
|