„პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“-ამ სახელწოდებით ინტელის სპეციალური კურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 60-მდე ტრენერმა გაიარა. უკრაინიდან მოწვეული ექსპერტები მათ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარების სხვადასხვა საშუალებებზე გამოცდილებას უზიარებდნენ. ტრენინგზე ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა:
- პროექტის დაგეგმვა;
- შესაბსმისი რესურსების მომზადებასთან ერთად მოსწავლის შეფასება;
- პროგრამის ფარგლებში არსებული შეფასებების ვირტუალური ბიბლიოთეკა და მისი გამოყენება;
- პროექტის მიზნების ფორმულირება და მისი შესაბამისობა შეფასების ფორმასთან;
- განმავითარებელი შეფასება და სხვ.
ინტელის სპეციალური კურსის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.