მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
შედგა სამუშაო შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების
კონცეფციის განსახიველად, რომელსაც ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ საერთაშორისო
ორგანიზაცია UNDP,
განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
კონცეფციაში გაწერილია:
·
პროფესიული
სასწავლებლების მასწავლებელთა პროფესიაში შესვლისა და განვითარების გზებისა და შესაძლებლობების
რეგულაციები;
·
სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებელთა განვითარების შესაძლებლობები;
·
ახალი მასწავლებლების
პროფესიაში მოზიდვის მოტივაციები.
პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა
და განვითარების კონცეფცია მომზადდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობით,
რომელსაც კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო როგანიზაცია UNDP.
მას შემდეგ რაც დაინტერესბეული მხარეები განიხილავენ
აღნიშნულ დოკუმენტს, დაიგეგმება მასწავლებლებთან, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებთან
და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური განხილვები, სანამ დოკუმენტი დამტკიცდება
და სავალდებულო ხასიათს მიიღებს.
|