მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ავღანეთის განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა გადამზადების კოლეჯისა და ქაბულის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს სატრენინგო ოთახები, ლაბოტარორიები და საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერებინა, რის შემდეგაც მიმდინარე პროექტებზე და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
ავღანეთის დელეგაცია განათლების სფეროში რეფორმებს გეგმავს, საქართველოში კი გამოცდილების გაზიარების მიზნით კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.
|