მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
გაიმართა გამომცემლობა "ინტელექტის"
ახალი სერიის "ინტელექტი სკოლას" ერთ-ერთი წიგნის „ქიმია ყველასათვის“ პრეზენტაცია. წიგნის შესახებ ისაუბრა წიგნის ავტორმა ელიზბარ
ელიზბარაშვილმა.
გარდა ამისა, მასწავლებლის სახლში მოეწყო „ინტელისა“
და გამომცემლობა „არტანუჯის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად იმართება.
|