მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სპეციალური ტრენინგები ჩატარდა. 5 დღიანი სასწავლო კურსი პროფესიული კოლეჯების პედაგოგებისთვის და მასწავლებელთა ტრენერებისთვის ბრიტანეთიდან მოწვეულმა ქართველმა სპეციალისტმა ჩაატარა. ტრენინგებზე ინგლისური ენის სწავლების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდები განიხილეს:
- ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
- გაკვეთილის დაგეგმვა;
- ინგლისური ენის სწავლების პრინციპები კომუნიკაციური მეთოდით;
- კითხვის, მოსმენის, ზეპირმეტყველებისა და წერის უნარ-ჩვევების განსავითარებელი აქტივობები სპეციალურად ზრდასრულთათვის;
- ევალუაცია-შეფასება;
- სწავლისა და სწავლების სტრატეგიები და სტილები;
- თანამშრომლობით სწავლება;
- სხვადასხვა ინტერაქციული მოდელების გამოყენება ზრდასრულებთან.
ტრენინგი, რომლის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით ჩატარდა. |