მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვეს. ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობას პროგრამის მეოთხე ნაკადის მასწავლებლები იღებდნენ.
პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას ითცალისწინებს. მოხალისე მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობენ. ღონისძიებაზე სერტიფიკატები პროგრამის 100-მდე მონაწილეს გადაეცა.
|