მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლის დირექტორების, დირექტორობის მსურველი კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირების ტრენინგები დაიწყო. მონაწილეები რამდენიმე ძირითადი მიმართულების ემზადებიან:
- სკოლის საჭიროებების შესწავლა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
- სკოლის ღირებულებათა სისტემის და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება;
- მონიტორინგის და შეფასების ეფექტური სისტემის დანერგვა;
- მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობის უზრუნველყოფა;
- სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის ეფექტური პრეზენტაცია.
ტრენინგები 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრების მსურველებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ იცენტრის ვებგვერდზე http://www.tpdc.ge/dr/ შეუძლიათ. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიუთითონ სასურველიმოდული, კურსის გავლის ტერიტორიული ერთეული და პერიოდი.