მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში ფიზიკის მასწავლებლები დააჯილდოვეს. ცენტრის
დირექტორმა გია მამულაშვილმა თითოეულ მათგანს CERN-ში
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში
ფიზიკის მასწავლებლებმა საკუთარ კოლეგებს CERN-ში
მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და სხადასხვა თემებზე მოხსენებები წაიკითხეს, მათ
შორის იყო:
- CERN -ის ისტორია;
- CERN -ის მისა;
- CERN -ში მიმდინარე
ექსპერიმენტები;
- სტანდარტული მოდელი და სხვ.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო
ვიდეომასალა, რომელიც CERN-ში მიმდინარე ძირითადი კვლევების შესახებ დეტალურ
ინფორმაციას მოიცავდა. ღონისძიებას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა
რეგიონების საჯარო სკოლებიდან 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა CERN-ში სტაჟირებაზე 19 მასწავლებელი გაუშვა. ფიზიკის
გარდა საზღვარგარეთ სტაჟირებას ცენტრის დაფინანსებით ყოველწლიურად ინგლისურის,
გერმანულისა და ფრანგულის პედაგოგები
გადიან.
|