კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის
მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები.
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.