მასწავლებლის სახლში საქართველოს
მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის „eTwinningPlus“-ის ფარგლებში პედაგოგების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია
მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენციას თბილისიდან და
საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე პედაგოგი დაესწრო. მასწავლებლებმა
მოხსენებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზე წაიკითხეს, მათ შორის:
- საგანმანათლებლო პროექტების
მართვა;
- მშობელთა ჩართულობა
საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში;
- პროექტების შეფასება;
- ტექნოლოგიების
გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვ.
პროექტი „eTwinningPlus“-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგები და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა წარმომადგენლები საერთო პორტალის
მეშვეობით ქმნიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და უზიარებენ ერთმანეთს
გამოცდილებას.
ამ ეტაპზე „eTwinningPlus“-ის ფარგლებში პორტალზე საქართველოს მასშტაბით 560 პედაგოგია
დარეგისტრირებული. პროექტი ასევე ითვალისწინებს პედაგოგების ტრენინგებს და
საზღვარგარეთ სტაჟირებას.
|