მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგებისთვის
ჩაატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: მითოლოგიური
პლასტები ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში. სემინარს უძღვებოდა პროფესორი ზურაბ კიკნაძე.
პროფესორმა ისაუბრა ვაჟას შემოქმედებაზე, განსაკუთრებით
დიდი დრო დაეთმო „სტუმარ-მასპინძელს“,“ალუდა-ქეთელაურს“,“გველის მჭამელს“,“ბახტრიონს“.
სემინარის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია ბატონ ზურაბ კიკნაძესა და მასწავლებლებს შორის მითოლოგიის გავლენაზე ქართველი მწერლების შემოქმედებაში, ისაუბრეს მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებზეც, რომლებშიც მითოლოგიური პლასტები თვალშისაცემი და საყურადღებოა.
პედაგოგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ვაჟას პუბლიცისტიკა და თარგმანები, რომლებსაც
პროფესორი შეეხო და მიმოიხილა.
მასწავლებლის სახლში ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის სისტემატიურად იმართება.
|