მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ენების სწავლებლისადმი მიძღვნილი
ორდღიანი კონფერენცია ჩაატარა. შეხვედრას თბილისისა და საქართველოს რეგიონებიდან
მოწვეული 160 უცხოური ენის მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენცია მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენცია
მიზნად ისახავდა:
- უცხოური ენების მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- უცხოური ენების სწავლებასა და
სწავლაში არსებული სიახლეების გაცნობა-გაზიარებას;
- თანამედროვე სამყაროში ენების შესწავლის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.
კონფერენციაზე
მასწავლებლებმა თავად წარმოადგინეს მოხსენებები
ისეთ თემებზე, როგორიცაა: ტრადიციები და ინოვაციები
უცხოური ენების სწავლებისას;
ინტერკულტურული დიალოგი-
პლურილინგვალიზმის როლი 21 საუკუნის
მოქალაქის ჩამოყალიბებაში; ინტერკულტურული კომუნიკაცია და
განათლება; უწყვეტი პროფესიული განვითარება
უცხოური ენების მასწავლებლებისათვის;
უცხოური
ენების სწავლება და
ტექნოლოგიები.
მასწავლებლებს ასევე
საშუალებე
ჰქონდათ
მოესმინათ
სხადასხვა
საერთაშორისო
ინსტიტუციების,
უნივერსიტეტებისა
და მასწავლებელთა ასოციაციების წარმომადგენელთათვის, რომელთაც მასწავლებლებს გააცნეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე.
|